logo
ENG



გამყრელიძე: არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსული ინფექცია კავასაკის სინდრომს იწვევს

05 ივნ 202019:53
3 წუთის საკითხავი
 
gcmx4c1m61ho51k.png

„არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსული ინფექცია კავასაკის სინდრომს იწვევს“, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, მედიცინაში ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს.

მისივე თქმით, კორონავირუსული ინფექციის პირობებში, საქართველოში კავასაკის სინდრომის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ბევრი მსჯელობაა საერთაშორისო ლიტერატურაში, ხომ არ იწვევს ბავშვებში კავასაკის სინდრომს კორონავირუსული ინფექცია. ზოგადად, კავასაკის სინდრომი ვლინდება ვირუსული ინფექციების დროს. 

არ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსული ინფექცია კავასაკის სინდრომს იწვევს, არ გახლავთ. 

საქართველოში ჩვენ კორონავირუსული ინფექციის პირობებში, კავასაკის მსგავსი კლინიკური სინდრომის განვითარების შემთხვევა არ გვქონია“, - განაცხდა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა